შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. სწავლობდა ხონის პროგიმნაზიაში (1909-1918), სერპუხოვში (19013-1917), 1919 წელს ისევ ხონის გიმნაზიაში და თბილისის პოლიტექნიკურ სასწავლებელში. სასცენო განათლება თბილისის დრამატულ სტუდიაში მიიღო, ასევე - მოსკოვის ქართულ სტუდიაში და უმაღლეს თეატრალურ სკოლაში მეიერხოლდთან. პირველად, როგორც სცენისმოყვარული 1917 წელს გამოვიდა სერპუხოვის სცენაზე, შემდეგ იყო სამტრედიის (მ. ჭიაურელის ხელმძღვანელობით, შტრინგერი "სულელი", 1920) რუსთაველის (1920-1923), მოსკოვის ქართული თეატრისა (1923-1924), მეირხოლდის თეატრის (1924-1927) მსახიობი. 1927 წელს, როგორც მთავარმა რეჟისორმა და გამგეობის წევრმა მონაწილეობა მიიღო ქართული მინიატურების თეატრის დაარსებაში - თეატრი 30 ნოემბერს გაიხსნა. გიორგი ბახტაძე მუშაობდა მუშათა კლუბების გამგე-ინსრუქტორად, მათემატიკისა და რუსული ენის მსაწავლებლად. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.332 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |