The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარლამ ბახტაძე

ვარლამ ბახტაძე
Other name:ვ. ბანიძე  (Pseudonym)
პედაგოგი  (Pseudonym)
Date of birth:19 January, 1891  (134 years)
Date of death:19??
Category:Historian, Translator, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა ქუთაისის სამასწავლებლო სემინარია 1911 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1922 წელს.

1911-1916 წწ. იყო ონის, შემდეგ სადმელის ორკლასიანი სკოლის გამგე. აქ მისი თაოსნობით დაარსდა სადმელის ქალთა პროფესიული სკოლა, ვაჟთა ორკლასიანი სკოლისათვის აიგო ახალი შენობა. 1918 წლიდან მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკურ, შემდეგ ინდუსტრიულ ტექნიკუმში ისტორიის მასწავლებლად, 1929 წლიდან სასწავლო ნაწილის გამგედ, ლექციებს კითხულობდა საავიაციო ტექნიკუმში, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და დაუსწრებელ პედაგოგიურ ინსტიტუტებში, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რკინიგზის მუშფაკში და სხვ. 1912 წლიდან თანამშრომლობდა პერიოდულ პრესაში - "ვ. ბანიძის", "პედაგოგის" და სხვა ფსევდონიმებით წერდა ბიბლიოგრაფიებსა და კორესპონდენციებს. 1930 წლიდან თბილისის ინდუსტრიულ (საავიაცო) ტექნიკუმში ხელმძღვანელობდა ტექნიკური ლიტერატურის გამოცემის საქმეს. მისი თაოსნობით მომზადდა რამდენიმე ტექნიკური სახელმძღვანელო, ითარგმნა და ქართულ ენაზე გამოიცა საავიაციო ტემინოლოგიური ლექსიკონი, საავიაციო ცნობარი და სხვ. რუსულიდან თარგმნა ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელო საშუალო სკოლებისათვის, მათ შორის - "ძველი აღმოსავლეთი", "შუა და ახალი საუკუნეები" და სხვ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საისტორიო-სამეცნიერო წრის დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე, საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალური გამგეობის წევრი და სხვ. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ., 2018. -გვ.334

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერ-მუშაკთა სექცია, წევრი (1932-)
  • საქართველოს სამეცნიერო-მეთოდური საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 1946 - მედალი "მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ."
  • 1945 - საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography

  • კლასთა ბრძოლის ისტორია : სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს წიგნის კომისიის მიერ მიღებულია სახელმძღვანელოდ მე-II საფეხურის სკოლებისა და ტეხნიკუმებისათვის. (Author). - ტფილისი, სახელგამი, 1930. - 324გვ.

Share: