The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ცინცაძე

ნანა ცინცაძე
Date of birth:7 October, 1947
Date of death:September, 2021  (at 73 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1971 წელს; სსრკ სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო 1974 წელს.

1972-2005წწ. იყო თბილისის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოს თანამშრომელი და გრაფიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის დეპარტამენტის ოფორტის სახელოსნოს დროებითი ხელმძღვანელი. 1972 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: აკვარელის სერიები (1974-1999); ოფორტების სერია "დილა, შუადღე, საღამო" (1983); "გზა" (1987), "მოგზაურობა" (1991), "ბოტიჩელის გახსენება" (1994), "გადანაცვლება" (1995-1997), "ახალი დიალოგები" (1997-2005); პორტრეტები. მონაწილეობდა გამოფენებში: ვარნა (1983, 1990, 1995, 1997), "9 ქართველი გრაფიკოსი" (მოსკოვი, 1986), პორტრეტის საერთაშორისო ბიენალე (ლიუბლიანა, 1987), გრაფიკის საერთაშორისო ბიენალე (კრაკოვი 1991, იაპონია 1995, 1997). მისი ნამუშევრები დაცულია სეგ-ში და გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, აშშ კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს გრაფიკის საერთაშორისო ტრიენალეს (ტალინი, 1984), თბილისის საერთაშორისო საშობაო ფესტივალისა (1995, 1997) და საქართველოს მხატართა კავშირის (1984) პრემიები. მხატვარი-გრაფიკოსი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.541;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 218-219


Share: