შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგეი ფანჩულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პენზა, რუსეთის იმპერია. 1874 წელს მიანიჭეს კორნეტის წოდება კავალერგარდის პოლკში. 1874-1875წწ. იყო სასწავლო ნაწილის უფროსის ასისტენტი. რუსეთ-თურქეთის ომში, 1877-1878წწ. მსახურობდა ლეიბ-გვარდიის გუსართა პოლკში. მონაწილეობდა ბრძოლებში. 1878 წელს ჩააბარა გენერალური შტაბის აკადემიაში. 1881 წელს მიანიჭეს შტაბს-როტმისტრის წოდება. აკადემიის დასრულების შემდეგ უარი თქვა გენერალურ შტაბში დარჩენაზე და დაბრუნდა პოლკში, სადაც 1881-1883წწ. პოლკის სასამართლოს საქმეთა მმართველად მხახურობდა. 1882 წლიდან იყო სასწავლო ნაწილის უფროსი. 1884 წელს გადადგა სამსახურიდან როტმისტრის წოდებით. 1884-1892წწ. იყო მაზრისა და გუბერნიის დუმის წევრი, სარატოვის მაზრის საერობო სანიტარული საბჭოს თავმჯდომარე, საპატიო სახალხო მოსამართლე, 1887 წლიდან სარატოვის გუბერნიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 1891-1892წწ. სარატოვის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი; 1899 წლიდან ჩარიცხეს საიმპერატორო კარის სამინისტროში; 1903 წელს დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს არქივის მმართველად; 1906 წელს აირჩიეს სარატოვის მაზრისა და გუბერნიის დუმის წევრად. იყო რუსეთის საიმპერატორო სამხედო-ისტორიული საზოგადოების, მოსკოვის არქეოლოგიური ინსტიტუტის და სარატოვისა და ტამბოვის საარქივო კომისიების წევრი. სამხედრო ისტორიკოსი და არქივარიუსი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სარატოვის გუბერნატორის ალექსი ფანჩულიძის შვილიშვილი. წყარო: Сергей Алексеевич Панчулидзев//Сборник биографий кавалергаров: в 4 томах/ Под ред. С.А. Панчулидзева. — СПб.: ЭЗГБ, 1908. — т. 4 (1826—1908). — стр. 300
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |