The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სემიონ ფანჩულიძე

სემიონ ფანჩულიძე
ოფიციალური სახელი:სიმონ ფანჩულიძე
დაბადების თარიღი:1767
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 1817  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სპასო-ანდრონიკოვის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ოთხი წლის ასაკიდან ჩაწერილი იყო სამხედრო სამსახურში კადეტად შლახეტსკის სახმელეთო კადეტების კორპუსში. 1785 წელს პორუჩიკის წოდებით ჩაირიცხა ჩერნიგოვის 29-ე ქვეითთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში; 1794 წლის პოლონეთის მოვლენებში; იბრძოდა ალექსანდრე სუვოროვის შვეიცარულ ლაშქრობაში გენერალ ა.მ. რიმსკი-კორსაკოვის არმიის შემადგენლობაში; 1799 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება; 1803 წელს დაავალეს პავლოგრადსკის მე-2 ლეიბ-გუსარების პოლკის მეთაურობა. 1806 წელს დაიკავა ინგერმანლანდის დრაგუნების პოლკის შეფის თანამდებობა. იბრძოდა მეოთხე კოალიციის ომში ნაპოლეონის წინააღმდეგ, 1807 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს. 1812 წლის ომის დაწყების წინ გახდა ბარონ კორფის მე-2 სარეზერვო კავალერიის კორპუსის მე-2 ბრიგადის მეთაური. რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ნაპოლეონის ჯარის შემოჭრის შემდეგ, ფანჩულიძე პირადად მონაწილეობდა საკვანძო ბრძოლებში. ნაპოლეობის არმიის რუსეთის იმპერიის ტერიტორიიდან განდევნის შემდეგ, უკვე დივიზიის მეთაურის თანამდებობაზე, მონაწილეობდა მეექვსე კოალიციის ომში. 1815 წლის 1 ივნისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა სამსახურიდან. რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი. რუსეთის არმიის კავალერიის პოლკის, ბრიგადის და დივიზიის მეთაური, ნაპელონის ომების გმირი. მიღებული აქვს ოქროს ხმალი წარწერით "სიმამაცისთვის". ალექსი და ივანე ფანჩულიძეების უმცროსი ძმა.

წყარო: რუსი გენერლების ლექსიკონიmuseum.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1813 - წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: