Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სემიონ ფანჩულიძე![]()
Biographyოთხი წლის ასაკიდან ჩაწერილი იყო სამხედრო სამსახურში კადეტად შლახეტსკის სახმელეთო კადეტების კორპუსში. 1785 წელს პორუჩიკის წოდებით ჩაირიცხა ჩერნიგოვის 29-ე ქვეითთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში; 1794 წლის პოლონეთის მოვლენებში; იბრძოდა ალექსანდრე სუვოროვის შვეიცარულ ლაშქრობაში გენერალ ა.მ. რიმსკი-კორსაკოვის არმიის შემადგენლობაში; 1799 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება; 1803 წელს დაავალეს პავლოგრადსკის მე-2 ლეიბ-გუსარების პოლკის მეთაურობა. 1806 წელს დაიკავა ინგერმანლანდის დრაგუნების პოლკის შეფის თანამდებობა. იბრძოდა მეოთხე კოალიციის ომში ნაპოლეონის წინააღმდეგ, 1807 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს. 1812 წლის ომის დაწყების წინ გახდა ბარონ კორფის მე-2 სარეზერვო კავალერიის კორპუსის მე-2 ბრიგადის მეთაური. რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ნაპოლეონის ჯარის შემოჭრის შემდეგ, ფანჩულიძე პირადად მონაწილეობდა საკვანძო ბრძოლებში. ნაპოლეობის არმიის რუსეთის იმპერიის ტერიტორიიდან განდევნის შემდეგ, უკვე დივიზიის მეთაურის თანამდებობაზე, მონაწილეობდა მეექვსე კოალიციის ომში. 1815 წლის 1 ივნისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა სამსახურიდან. რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი. რუსეთის არმიის კავალერიის პოლკის, ბრიგადის და დივიზიის მეთაური, ნაპელონის ომების გმირი. მიღებული აქვს ოქროს ხმალი წარწერით "სიმამაცისთვის". ალექსი და ივანე ფანჩულიძეების უმცროსი ძმა. წყარო: რუსი გენერლების ლექსიკონი: museum.ru Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |