შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფარსმან II ქველი (მეფე)![]()
ბიოგრაფიაქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის 30-50-იან წლებში. II საუკუნის 40-იან წლებში ალანთა დახმარებით ილაშქრა პართიისა და რომის სამფლობელოებზე. იბრძოდა ამიერკავკასიაში იბერიის ჰეგემონობის დასამყარებლად, რასაც მოჰყვა ურთიერთობის გამწვავება მასსა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) შორის. იბერიის ტერიტორიებზე პრეტენზიების დაკმაყოფილებისა და დათმობების გამო ანტონიუს პიუსის (138-161) მმართველობაში ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის გაუმჯობესდა. ამის შედეგად ფარსმან II ოჯახითა და იბერთა დიდებულების თანხლებით ეწვია რომს, სადაც იბერთა პატივსაცემად დაიდგა ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკება. ვარაუდობენ, რომ ძველმა ქართულმა საისტორიო ტრადიციამ ფარსმან ქველის სახით შემოგვინახა მოგონება ფარსმან II-ზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.233
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |