Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფარსმან II ქველი (მეფე)![]()
Biographyქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის 30-50-იან წლებში. II საუკუნის 40-იან წლებში ალანთა დახმარებით ილაშქრა პართიისა და რომის სამფლობელოებზე. იბრძოდა ამიერკავკასიაში იბერიის ჰეგემონობის დასამყარებლად, რასაც მოჰყვა ურთიერთობის გამწვავება მასსა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) შორის. იბერიის ტერიტორიებზე პრეტენზიების დაკმაყოფილებისა და დათმობების გამო ანტონიუს პიუსის (138-161) მმართველობაში ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის გაუმჯობესდა. ამის შედეგად ფარსმან II ოჯახითა და იბერთა დიდებულების თანხლებით ეწვია რომს, სადაც იბერთა პატივსაცემად დაიდგა ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკება. ვარაუდობენ, რომ ძველმა ქართულმა საისტორიო ტრადიციამ ფარსმან ქველის სახით შემოგვინახა მოგონება ფარსმან II-ზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.233
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |