The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარსმან IV (მეფე)

დაბადების თარიღი:3??
გარდაცვ. თარიღი:4??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) ოცდამეცხრე მეფე. კირილ თუმანოვის მიხედვით, იბერიის მეფე 406-409 წლებში ხოსროვიანთა დინასტიიდან, ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს ისტორიის" მიხედვით - 405-408 წლებში. შუა საუკუნეების ქართული ქრონიკების მიხედვით, იგი იყო მეფე ვარაზ-ბაკურ II-ის და თრდატის ქალიშვილის ძე. ღვთისმოსავი მონარქი და გამორჩეული მეომარი აჯანყდა სპარსული ჰეგემონიის წინააღმდეგ და უარი თქვა მიეცა ხარკი პატივცემული შაჰისთვის. მას ასევე მიაწერენ ბოლნისის მშენებლობას. პეტრე იბერის ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ ფარსმან IV იყო ახლო ნათესავი წმინდანის, მამის ბებიის ძმა. ჯერ კიდევ ჭაბუკ ასაკში ჩაყვანილი კონსტანტინოპოლს, ფარსმანმა მოკლე ხანში მიაღწია უმაღლეს მდგომარეობას ბიზანტიის იმპერატორის არკადიუსის კარზე, მიიღო რა - magister militum-ის თანამდებობა. თუმცა, დედოფალ იელია ევდოქსიასთან საყვარლობაში ბრალდებული, იძულებული გახდა გაქცეულიყო უკან იბერიაში. აქ, თეთრი ჰუნების დახმარებით, თრდატის სიკვდილის შემდეგ 406 წელს, დაიკავა სამეფო ტახტი, შემდგომში, მისი დევნილობის გამო შურისძიებით ანთებული, თანამებრძოლებს არაერთხელ მოუწოდებდა თავის მოკავშირეებთან ერთად ბიზანტიის იმპერიის სასაზღვრო მიწების შეტევაზე. ქრონიკები აღწერენ მეფე ფარსმან IV-ს, როგორც ბრწყინვალე და უშიშარ მონარქს, რომლის დროს იბერია იყო მოწყობილი ქვეყანა, არ ეპუებოდა გარეშე მტრებს. თვლიდა რა, თავის ძალაუფლებას საკმარისად ძლიერს, ახალმა მეფემ უარი განუცხადა სასანიდურ სპარსეთს ხარკის გადახდაზე, დაწესებული ჯერ კიდევ მისი მამის, ვარაზ-ბაკურ II-ის მმართველობისას. ფარსმანი აწარმოებდა ასევე აქტიურ სამშენებლო საქმიანობას: მან აღადგინა ყველა ქრისტიანული ეკლესია იბერიაში და ბრძანა ახალი ეკლესიის აგება ბოლნისში. სამწლიანი მმართველობის შემდეგ მეფე ფარსმან IV გარდაიცვალა და იბერიის ახალი მონარქი მისი ძმა მირდატ IV გახდა.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.233; საქართველოს ისტორია: ნაწ. 1: ძველის საქართველოს საზოგადო ქარტიით/ვახუშტი ბატონიშვილი. - 1885 



გააზიარე: