The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ჩხენკელი

ალექსი ჩხენკელი
Date of birth:12 June, 1905
Date of death:1985  (at 79 years)
Burial location:ლევილის სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Engineer, Journalist, Military Person

Biography

დაამთავრა სენ-სირის სამხედრო სკოლა 1925 წელს და ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.

მსახურობდა მაროკოში, ალჟირსა და ინდოჩინეთში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1939–1940წწ. საიდუმლო მისიით მიავლინეს ნორვეგიაში. იქიდან ჩრდილოეთ აფრიკაში დაბრუნდა. მონაწილეობდა ნარვიკის ოპერაციაში. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ საფრანგეთი დატოვა და ლონდონში "თავისუფალი საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს" შეუერთდა. 1942 წელს მონაწილეობდა ბრძოლებში ეგვიპტესა და ლიბიაში; შემდეგ მოკავშირე ოფიცრად იყო მივლინებული ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არმიაში. 1943 წლის ზაფხულში მონაწილეობდა სადესანტო ოპერაციებში კორსიკაზე და იტალიაში, შემდეგ საფრანგეთის გათავისუფლებაში, მეთაურობდა მე–5 დივიზიონს. პირადი თხოვნის საფუძველზე იგი ჩარიცხეს უცხოური ლეგიონის გაერთიანებულ პოლკში. ომის დასასრულს მიენიჭა საფრანგეთის არმიის ლეიტენანტ-კოლონელის წოდება და დაინიშნა ლიბიაში განლაგებული ბრიგადის მეთაურად. 1945 წელს პარიზში სამხედრო სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა. 1946 წელს დანიშნეს მოკავშირეთა წარმომადგენლად კუბაზე და იუგოსლავიაში, ხოლო შემდეგ გერმანიაში; 1952 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ–იორკში, სადაც დაინიშნა თავისუფალ ფრანგულ ძალთა პრეზიდენტად და მოღვაწეობდა, როგორც სამოქალაქო ინჟინერი. როგორც ამერიკაში ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო ქართველთა წარმომადგენელი "ბოლშევიზმისაგან გათავისუფლების ამერიკულ კომიტეტსა" (ანტიბოლშევიკური ბლოკი) და "ანტიკომუნისტურ ინტერნაციონალში", 1952-1955 წლებში ნიუ–იორკში შექმნილი "ქართველთა დემოკრატიული კავშირისა" და "ქართველთა ეროვნული ერთობის" წევრი. 1953 წლიდან მიუნხენში რაჟდენ არსენიძის თაოსნობით შექმნილი რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის ნიუ-იორკელი კორესპონდენტი. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთანაც. იყო ინგლისურენოვანი ჟურნალის, "თავისუფალი საქართველოს ხმის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენით, სამხედრო ჯვრით, ამერიკული და ბრიტანული მედლებით; ემიგრანტი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო სამხედრო ოფიცერი საფრანგეთის სამსახურში. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, 1921 წლის იანვრიდან საქართველოს დესპანის საფრანგეთში (იმავე წლიდან ემიგრაციაში მყოფი) აკაკი ჩხენკელის ვაჟი.

წყარო: საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. - გვ.160–161; ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში: 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები.-თბ., 2009.– გვ. 41–42; ქართველები ევროპის ჯარში - საფრანგეთი: ალექსი ჩხენკელი /ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 33


Share: