The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქართლოს ღარიბაშვილი

ქართლოს ღარიბაშვილი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1954
გარდაცვ. თარიღი:1 ნოემბერი, 2014  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ბოგვის ღარიბაშვილების საგვარეულო სასაფლაო, თეთრიწყაროს რაიონი
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოგვი (ახლანდელი სოფ. ჯორჯიაშვილი), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. 
დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1976 წელს და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1976–1983წწ. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში და მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა მოსკოვის კანონმდებლობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტში; 1984 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1989 წელს ჩაერთო აქტიურ პოლიტიკაში; 1992–1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995 წელს მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში; იყო ოჯახის ადვოკატის ინსტიტუტის ფუძემდებელი; მონაწილეობდა საქართველოს საპრეზიდენტო 1995, 2000, 2004 და 2013 წლების არჩევნებში; სოფელ ბოგვში ძველი ეკლესიის ნანგრევებზე საკუთარი სახსრებით ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია; მის სახელს უკავშირდება ამავე სოფლის კიდევ ორი ეკლესიის აღდგენა; სოფლის იმ უბანს სადაც პოლიტიკური მოღვაწე გაიზარდა ქართლოს ღარიბაშვილის ქუჩა ეწოდა. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბურჟუაზიული ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი".

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 344; saxelebi7.blogspot.com; საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი ფრაქცია "დემოკრატები", ფრაქციის თავმჯდომარე (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომისია , წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1993-1995)

გააზიარე: