შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლეგ ლიპარტელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ლენტეხი. 1973–1983წწ. თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივსა"; 1984–1990წწ. ქუთაისის "აიაში"; სსრკ სამგზის ჩემპიონი (1987, 1988, 1989), მეორე (1984) და ორგზის მესამე (1978, 1985) პრიზიორი; სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1978, 1987, 1990), საქართველოს ჩემპიონი (1990); ბოლო წლებში იყო გუნდის კაპიტანი და მოთამაშე-მწვრთნელი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირველ მატჩში ზიმბაბვესთან (1989) და გუნდის პირველ უცხოურ ტურნეში (1990). საქართველოს ნაკრებში ითამაშა 3 მატჩი; თამაშობდა გარემარბისა და შუამარბის პოზიციებზე. მორაგბე. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბ., 2013. - 304გვ.; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: msy.gov.ge; ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.ge; rugby.worldsport.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |