შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიენი (მეფე)![]()
ბიოგრაფიაისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მდებარე დიდი ადრინდელი კლასობრივი გაერთიანების დიაუხი-დაიაენის (ტაოხი, ტაო) მეფე დაახლოებით ძვ.წ. 1120-1100 წლებში. სათავეში ედგა ტომთა დიდ კოალიციას, რომელიც ძვ. წ. 1112 წელს შეებრძოლა ნაირის მხარეში შეჭრილ ასურეთის ლაშქარს. სიენი დამარცხდა, ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ I-მა იგი ტყვედ ჩაიგდო, წაიყვანა ქალაქ ასურში და მორჩილების აღიარების შემდეგ გამოუშვა თავის ქვეყანაში. სიენის შესახებ საუბარია თვით ტიგლათფილესერის წარწერაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.327
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |