შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უტუფურში (მეფე)![]()
ბიოგრაფიაუტუფურში (დაახლოებით ძვ.წ. 805-ძვ.წ. 765) - დიაოხის მეფე. იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე გმირულად ებრძოდა ურარტუს მეფე მენუას (ძვ. წ. 810-786 წწ.) და არგიშთი I-ს (ძვ. წ. 786-764 წწ.). ურარტუს მეფეებმა მენუამ და არგიშთი I-მა არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს დიაოხის წინააღმდეგ (ძვ. წ. 805, 795, 784-783, 774, 768 წწ.). მენუამ ერთხანს მოახერხა მისი დამორჩილება, ზოგი ტერიტორია ჩამოაჭრა, მიიღო მისგან ძღვენი (ოქრო-ვერცხლი, ცხენები) და ხარკის გადახდა დააკისრა, მაგრამ არგიშთი I-ის დროს უტუფურსი აუჯანყდა ურარტუს, რასაც მოჰყვა ურარტელების ხელახალი შემოსევა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.189
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |