The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უტუფურში (მეფე)

დაბადების თარიღი:805
გარდაცვ. თარიღი:765
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

უტუფურში (დაახლოებით ძვ.წ. 805-ძვ.წ. 765) - დიაოხის მეფე. იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე გმირულად ებრძოდა ურარტუს მეფე მენუას (ძვ. წ. 810-786 წწ.) და არგიშთი I-ს (ძვ. წ. 786-764 წწ.). ურარტუს მეფეებმა მენუამ და არგიშთი I-მა არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს დიაოხის წინააღმდეგ (ძვ. წ. 805, 795, 784-783, 774, 768 წწ.). მენუამ ერთხანს მოახერხა მისი დამორჩილება, ზოგი ტერიტორია ჩამოაჭრა, მიიღო მისგან ძღვენი (ოქრო-ვერცხლი, ცხენები) და ხარკის გადახდა დააკისრა, მაგრამ არგიშთი I-ის დროს უტუფურსი აუჯანყდა ურარტუს, რასაც მოჰყვა ურარტელების ხელახალი შემოსევა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.189


გააზიარე: