The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აიეტი (მეფე)

დაბადების თარიღი:00?
გარდაცვ. თარიღი:00?
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

აიეტი - ძველი კოლხეთის მითური მეფე. ჰელიოსისა და პერსეს "მრისხანე" ვაჟი, პასიფაესა და კირკეს ძმა, იდიას ქმარი, მედეას, ქალკიოპესა და აფსირტეს მამა. ბერძნული მითოლოგიისა – არგონავტიკა, და კლასიკური მწერლობის მიხედვით, ცხოვრობდა ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში, მისი რეზიდენცია ჭოროხის ხეობაში მდებარეობდა. სხვა ვერსიის მიხედვით, აიეტი ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟია, ალოევსის ძმაა. როდესაც ჰელიოსმა ვაჟებს ქვეყანა გაუნაწილა, აიეტს წილად ხვდა კორინთო, მაგრამ არ მოეწონა, სამფლობელოდ გადასცა ვინმე ბუნე ჰერმესის ძეს, დაავალა შეენახა იგი მისი შთამომავლობისთვის, თვითონ კოლხეთში გადასახლდა, იქ დამკვიდრდა და მისი სახელოვანი მეფე გახდა. აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე მან კოლხეთი იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ-ერთი ძველ ეგვიპტური გადმოცემით ძვ.წ. 1350–1240 წლებში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა-წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური-მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ.წ. 1290–1240 წლებში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ და მარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში. აიეტი ელინური ეკონომიკური ექსპანსიის გარიჟრაჟს მოესწრო. ზუსტად უცნობია რა მოხდა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა – კოლხთა მეფეს გაუჭირდა ბერძნული სამხედრო ექსპედიციის (არგონავტები) შეტევის მოგერიება – მოსულებმა ოქროს საწმისი გაიტაცეს. აპოლონიოს როდოსელი (295-215 ძვ. წ.), ელინისტური ანუ ალექსანდრიული ხანის მწიგნობარი, პოეტი აიეტის შესახებ წერს: "ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილ კოლხეთის მეფეს, თუმცა შორს არის, თუ მოინდომა ელადაშიაც წავა სალაშქროდ". კოლხთა სამეფო დინასტია აიეტის სახელს ატარებდა.

წყარო: საქართველოს ისტორიის ქრონიკები: ნაწ.1 / მიხეილ შერვაშიძე. - თბ., 2015. - გვ.84; საქართველოს სამეფო: georoyal.geintermedia.ge


გააზიარე: