Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აიეტი (მეფე)![]()
Biographyაიეტი - ძველი კოლხეთის მითური მეფე. ჰელიოსისა და პერსეს "მრისხანე" ვაჟი, პასიფაესა და კირკეს ძმა, იდიას ქმარი, მედეას, ქალკიოპესა და აფსირტეს მამა. ბერძნული მითოლოგიისა – არგონავტიკა, და კლასიკური მწერლობის მიხედვით, ცხოვრობდა ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში, მისი რეზიდენცია ჭოროხის ხეობაში მდებარეობდა. სხვა ვერსიის მიხედვით, აიეტი ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟია, ალოევსის ძმაა. როდესაც ჰელიოსმა ვაჟებს ქვეყანა გაუნაწილა, აიეტს წილად ხვდა კორინთო, მაგრამ არ მოეწონა, სამფლობელოდ გადასცა ვინმე ბუნე ჰერმესის ძეს, დაავალა შეენახა იგი მისი შთამომავლობისთვის, თვითონ კოლხეთში გადასახლდა, იქ დამკვიდრდა და მისი სახელოვანი მეფე გახდა. აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე მან კოლხეთი იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ-ერთი ძველ ეგვიპტური გადმოცემით ძვ.წ. 1350–1240 წლებში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა-წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური-მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ.წ. 1290–1240 წლებში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ და მარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში. აიეტი ელინური ეკონომიკური ექსპანსიის გარიჟრაჟს მოესწრო. ზუსტად უცნობია რა მოხდა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა – კოლხთა მეფეს გაუჭირდა ბერძნული სამხედრო ექსპედიციის (არგონავტები) შეტევის მოგერიება – მოსულებმა ოქროს საწმისი გაიტაცეს. აპოლონიოს როდოსელი (295-215 ძვ. წ.), ელინისტური ანუ ალექსანდრიული ხანის მწიგნობარი, პოეტი აიეტის შესახებ წერს: "ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილ კოლხეთის მეფეს, თუმცა შორს არის, თუ მოინდომა ელადაშიაც წავა სალაშქროდ". კოლხთა სამეფო დინასტია აიეტის სახელს ატარებდა. წყარო: საქართველოს ისტორიის ქრონიკები: ნაწ.1 / მიხეილ შერვაშიძე. - თბ., 2015. - გვ.84; საქართველოს სამეფო: georoyal.ge; intermedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |