The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო ბაჯიაშვილი

Legal name:ალექსანდრე ბაჯიაშვილი
Date of birth:1 July, 1868
Date of death:22 June, 1942  (at 73 years)
Category:Laborer, Writer

Biography

1887 წლიდან მუშაობდა ბოზარჯიანცის თამბაქოს ქარხანაში. პოლიტიკურ მუშაობაში 1896 წლიდან ჩაერთო, აქტიურად მონაწილეობდა გაფიცვებში, იყო საგაფიცვო კომიტეტის თავმჯდომარე. 1901 წელს დააპატიმრეს. 1902 წელს ავლაბრის სახალხო თეატრში სრულიად უფასოდ მუშაობდა მოკარნახედ. 1890-1900-იან წლებში დააარსა არალეგალური ხელნაწერი ჟურნალები: "კოკორი", "ზარი", "სინათლე" და სხვ. პირველად, 1903 წელს "ივერიაში" დაიბეჭდა. იყო კედლის გაზეთის რედაქტორი და გაზეთ "კომუნისტის" მუდმივი კორესპონდენტი. დაწერა და გადმოაკეთა პიესები (ზოგი მათგანი სახალხო სცენაზე იდგმებოდა): "80 ოქრო", "ასლან ბალასი", "დონ-გრიგორიო", "თანამედროვე ცხოვრება", "თომას ბოცარისი", "იანიჩარი", "მათუზას ანდერძი", ლ. მანველიანის "მხატვარი ტაშჩიანი", "ოქტროს მონები", "სიმდიდრის მაძიებელნი", "სიმდიდრის მსხვერპლი", "სიძე-სიდედრი", "უმზეო გაზაფხული", "ყომარბაზის ცხოვრება", "ჩემი სამსახური ხვრინვაა", "ხერონი". მუშა-მწერალი, სცენისმოყვარული, მოკარნახე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.342

Awards and Honors

  • 1924 - შრომის გმირი

Share: