Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ცხოვრებაძე (დეკანოზი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელს, თბილისის სასულიერო აკადემია 1997 წელს. 1990-1997წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-1997წწ. საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თანამშრომელი; 1997-1999წწ. კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარიის უფროსი; 1999 წლიდან საპატრიარქოს რადიოს დირექტორი; თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი; საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიის წევრი; საპატრიარქოს რადიოს თანამშრომელი. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი დემოგრაფიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს რელიგიური თემატიკის სტატიები და ინტერვიუები საერო და საეკლესიო პერიოდიკაში. დაჯილდოებულია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრიზით "ოქროს ფრთა" (2005). გაზეთის - "საპატრიარქოს უწყებანი" რედაქტორი, საპატრიარქოს პრსეცენტრის უფროსის მოადგილე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეპროდუქციული ორიენტაციების ფორმირების თავისებურებანი თბილისის მაგალითზე". წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.547
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |