Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სავლაკი (მეფე)![]()
Biographyსავლაკი (Saulaces) - კოლხეთის მეფე გვიანდელ ელინისტურ ხანაში. რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი (ახ.წ. I საუკუნე) სავლაკს იხსენიებს, როგორც აიეტის ჩამომავალს, რომელმაც უამრავი ოქრო და ვერცხლი მოიპოვა სვანების ქვეყანაში და საერთოდ ოქროს საწმისით განთქმულ თავის სახელმწიფოში. პლინიუსის თხზულებაში დაცული გადმოცემის თანახმად, "სავლაკს (სასახლეში) ჰქონდა ოქროს კამარები, ვერცხლის კოჭები, სვეტები და პილასტრები", რომლებიც მას ნადავლად წამოუღია ეგვიპტის ლეგენდარული მეფის სესოსტრისისაგან. ზოგიერთი მკვლევარი (დ. კაპანაძე, კ. გოლენკო და სხვა) კოლხეთის მეფე სავლაკს მიაწერს მონეტების ერთი ჯგუფის მოჭრას, რომელიც ძვ.წ. II საუკუნის II ნახევრით თარიღდება. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.642
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |