The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ წერეთელი

დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1947  (76 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს.

1971-1989წწ. იყო საქართველოს პროკურატურის გამომძიებელი, რესპუბლიკის პროკურორის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, სამმართველოს პროკურორი, თბილისის ვაკის რაიონის პროკურორის მოადგილე, მოსამართლე; 1989-2002წწ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე; გლდანის რაიონის მოსამართლე; 2002 წლიდან საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2006 წლიდან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მიღებული აქვს რესპუბლიკის პროკურორის 4 მადლობა. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.550


გააზიარე: