The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბებუთაშვილი

დავით ბებუთაშვილი
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1859
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1923  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, მწერალი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ერეკლე II-ის კარზე ცნობილი მოღვაწის - ბებუთაშვილის შთამომავალი, ევროპული განათლებით, პეტროგრადის პირველი დემოკრატიული კლუბის დამაარსებელი, სახალხო უნივერსიტეტის მონაწილე. ბერლინში, განმათავისუფლებელი მოძრაობისა და სოციოლოგიის შესახებ ნაშრომებით სახელგანთქმული ბიბლიოთეკა-მუზეუმი შექმნა, რომელიც ქართველ ერს შესწირა. იგი ისააკ ბებელს და სხვა ცნობილი სოციალისტებს, პოლიტიკურ დევნილ-კატორღელებს და სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დროს - სოციალ-დემოკრატებს მატერიალურად ეხმარებოდა. რომანოვების სახლის არსებობის 300 წლის იუბილეს გამო, სახელმწიფო სათათბიროს წევრ ობნინსკთან ერთად შეადგინა და ლაიპციგში არალეგალურად გამოსცა ცნობილი წიგნი "უკანასკნელი თვითმპყრობელი". დავით ბებუთაშვილის შვილია მხატვარი ბარბარე ბებუთაშვილი-გაბუნია. ქველმოქმედი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.345

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი

გააზიარე: