The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1994 წელს, ასპირანტურა 1996 წელს. 

1986-1988წწ. სწავლობდა თბილისის საცირკო საესტრადო სასწვალებელში, ორი წლის შემდეგ  ჩააბარა თბილისის მუსკომედიის  ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო სამსახიობო მიმართულებით, 1994-1996წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ვოკალის განხრით. 

ჩაწერილი აქვს მუსიკალური ალბომები: "I ალბომი" (ისრაელი, 1998), "პაემანი' (1999), "ოცნება შენზე" (2000), 2001-2002წწ. "სინგლი", 2002-2003წწ. "საუკეთესო სიმღერების ნაკრები", "სულელი წვიმა" (I ნაწ. 2004), "სულელი წვიმა" (II ნაწ. 2005), "დუეტები" (2005), "საუკეთესო სიმღერების ნაკრები" (ისრაელი, 2005), "წამებს შენთვის ვინახავ" (2006), "იამო ჰელესი" - ლაზური (2006). არის კონკურსების "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" (1986) და "Ялта - Москва-транзит-94" (1994) ლაურეატი. 2002-2004წწ. იყო კომპანია "არტ-იმედის" წევრი. 2006 წელს შექმნა საკუთარი საკონცერტო ბენდი, 2007 წელს გაერთიანდა ლეიბლში Art Lend, რომლის დახმარებითაც მისი ალბომები მსოფლიოს სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიებში იყიდება, 2012 წელს მიიღო მონაწილეობა მეგა შოუში -"ცეკვავენ ვარსკვლავები", 2013 წელს ტელეპროექტის "ახალი ხმა" მწვრთნელი გახლდათ, ასევე მეგა პროექტების "იქს ფაქტორი" და "მხოლოდ ქართული" ჟიურის წევრი. 2014 წელს ცნობილ ტელესახე დუტა სხირტლაძესთან პროექტში "ორი ვარსკლავი" ერთად წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა, 2018 წელს მაისში გამართა გრანდიოზული სოლო კონცერტი ფილარმონიაში; 2019 წლის ოქტომბერში სპორტის სასახლეში სა­ი­უ­ბი­ლეო სოლო-კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, რო­მე­ლიც მისი 50 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე სრულმეტრაჟან კინოფილმში. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, აქედან - 7 სტუდიური, 3 საუკეთესო სიმღერების კომპილაცია, ერთი საკონცერტო ალბომი, ერთი სინგლი, ხოლო 2 ალბომი - საზღვარგარეთ. მომღერალი, მსახიობი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.555


გააზიარე: