The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერონტი ბებურიშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1813
კატეგორია:მომღერალი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

თავად ვაჩნაძის ყმა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დავით გარეჯის მონასტერში ბატონის ნებართვით აღზრდილ-ნასწავლი (იმ დროს ბატონის ნებართვის გარეშე ყმებს სწავლის უფლება არ ჰქონდათ და თვითნებური სწავლის გამო ბევრი ისჯებოდა). გერონტი ბებურიშვილმა გონიერებით, მწიგნობრობით და გალობით თავი ისახელა, ამიტომ მებატონეებმა ყმობისაგან გაანთავისუფლეს. მან თბილისში მგალობელთა გუნდი ჩამოაყალიბა, ძველი ქართული საგალობო ნიშნები (ნოტები) განაახლა. გადაწერა საგალობო ნიშნების დიდი ხელნაწერი წიგნი. მგალობელი, მწიგნობარი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.347

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: