The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკა (მეფე)

დაბადების თარიღი:0??
გარდაცვ. თარიღი:0??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

აკა/აკესი – კოლხეთის (ეგრისის) ჰიპოთეტური მეფე ძვ.წ. II ს. 90-იან წლებში. წერილობით წყაროებში მასზე არაფერია ნათქვამი, სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია მისი სახელით მოჭრილმა ოქროს ორმა სტატერმა, ლისიმაქეს ტიპის სტატერების იმიტაციამ. ეს მონეტები ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზეა მიკვლეული. აკას შესახებ ერთი რამ უეჭველია – თუ ფულის ტიპოლოგია ელინურია, ქვეყანაც სწორედ ელინურ სამყაროსთანაა ინტეგრირებული.

წყარო: კოლხეთის (ეგრისის) მეფეები /დუნდუა თ. . - თბ., 2007; საქართველოს სამეფო: georoyal.ge


გააზიარე: