Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკუსილოხი (მეფე)![]()
Biographyაკუსილოხი – კოლხეთის ჰიპოთეტური მეფე ძვ.წ. 179 წლისთვის. ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი ჯერ ასახელებს არტაქსიას (არტაშესს), დიდი არმენიის მეფეს, შემდგომ იხსენიებს აკუსილოხს, ბოლოს კი გატალოსს, დონისპირა სარმატების მეთაურს. ე.ი. აკუსილოხის ქვეყანა თითქოს კოლხეთია. ძვ.წ. 179 წ. მცირე აზიის ელინისტურ სახელმწიფოებს შორის დაიდო ზავი. უფრო ადრე კი პონტოს მეფე ფარნაკე I თითქმის ყველას ეომებოდა რეგიონში ჰეგემონიისათვის. ზავის გარანტთაგანია აკუსილოხიც. პონტო (სინოპე, ამისო) ხომ კოლხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. წყარო: კოლხეთის (ეგრისის) მეფეები/ თ. დუნდუა. - თბ., 2007; საქართველოს სამეფო: georoyal.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |