Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ინგოროყვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, სამსახიობო ფაკულტეტი 1994 წელს. 1996-2001წწ. გახლდათ "რუსთავის დრამატული თეატრის" მსახიობი; 2001-2003წწ. იყო "თეატრალური სარდაფის" მსახიობი; 2003 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: მერვე მსაჯული (რ. როუზი ,"თორმეტი განრისხებული მამაკაცი", რეჟისორი – რ. სტურუა), აიეტი (თ. ჭილაძე "წათეს წითელი წაღები", რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე), მარკიზ დე სადი ("შეშლილი სამყარო" იუკიო მასიმასა და პიტერ ვაისის მიხედვით, რეჟისორი – ნინო ლიპარტიანი), ფრანკი (რ. შიმელპფენიგი "ქალი წარსულიდან", რეჟისორი – მ. ნაცვლიშვილი), შავი მაგიის მაგისტრი (ო. უაილდი "ვარსკვლავბიჭუნა", რეჟისორი – რ. სტურუა), მარშალი დიორფლინი (ჰ. ფონ კლაისტი "პრინცი ჰომბურგი", რეჟისორი – გ. გორგოშიძე). ციცერო, ფლავიუსი (უილიამ შექსპირი "იულიუს კეისარი", რეჟისორი – რობერტ სტურუა); მონაწილეა სპექტაკლისა "ჯადოსნური ღამე" რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: კვაჭი (მ. ჯავახიშვილი, "კვაჭი კვაჭანტირაძე", რეჟისორი – ლ. წულაძე), ჰამლეტი (შექსპირი, "ჰამლეტი", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), მამუკა ("ცოდვის შვილები" მარიო პიუზოს "ნათლიმამას" მიხედვით, რეჟისორი – გ. ქავთარაძე), ლიმონა (ნ. დუმბაძე "თეთრი ბაირაღები", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), დავით აღმაშენებელი (კ. გამსახურდია "დავით აღმაშენებელი", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), ბუხუტი (ო. იოსელიანი "ურემი გადაბრუნდა", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), ჰოკონ ჰოკონსენი (ჰ. იბსენი "ბრძოლა ტახტისათვის", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), იუნონი (ა. ღებინსკი "დოქტორ პაპატაჩის ვალსი", რეჟისორი – ზ. წაქაძე), კრუპიე ბიჭი (ი. სამსონაძე "იქ სადაც ღვარად მოედინება", რეჟისორი – კ. აბაშიძე), მორჩილი (ი. სამსონაძე "ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის", რეჟისორი – ლ. სვანაძე); რუსთაველის თეატრალურ სარდაფში განსახიერებული როლები: ვანია (ფ. დოსტოევსკი "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი", რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი), ლოიდი (მ. ფრეინი "ხმაური სცენის მიღმა", რეჟისორი – ო. ეგაძე), ოსკარ რაიტრი (პ. ზიუსკინი "კაფე-როსინი", რეჟისორი – ლ. წულაძე), ფრენკ ჰარდრერი (ჟ. ბრიკერი, მ. ლესაგი "ინსტინქტი", რეჟისორი – ო. ეგაძე), ვერნერი (მ. ფონ მაიენბურგი "ცივი ბავშვი", რეჟისორი – გ. ბრეგაძე); გადაღებულია ფილმებში: "სამი სახლი" (2008, რეჟ. ზაზა ურუშაძე), "კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)" (2009, რეჟ. ვანო ბურდული); ტელესერიალებში: "მგლების ხორუმი" (2003, 12 სერია, ტელეკომპანია "იმედი", რეჟ. ზაზა ხალვაში), "ყავა და ლუდი" (2006, ტელეკომპანია "იმედი", რეჟ. ზაზა ბუაძე). თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის ვებ-გვერდი: rustavelitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |