The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ არაბული

თენგიზ არაბული
Date of birth:15 June, 1936
Date of death:12 August, 2014  (at 78 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნადოკრა, თიანეთის რაიონი. 

დაამთავრა ინდუსტრიულ-პედაგოგიური, პოლიტექნიკური და ფიზკულტურის ინსტიტუტები.

1956-1965 წწ. 3 გზის საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, 4 გზის ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში, მრავალგზის პრიზიორი; ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 5 გზის ჩემპიონი სამბოში; საკავშირო "შრომითი რეზერვები"-ს 3 გზის ჩემპიონი სამბოში; დინამოს საკავშირო პირველობის გუნდური მეორე პრიზიორი; 1961 წელს სსრკ ჩემპიონი (64 კგ) სამბოში; საკავშირო "შრომითი რეზერვები"-ს სპარტაკიადის ჩემპიონი და 2 გზის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში; საბჭოთა შეიარაღებული ძალების 2 გზის პრიზიორი; საქართველოში ძიუდოს დაფუძნების წლებში (1961-1963) საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; ჩატარებული აქვს საერთაშორისო გუნდური შეხვედრები პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებებთან; არის ჭიდაობის 4 სახეობის სპორტის ოსტატი: ქართული, სამბო, თავისუფალი და ძიუდო; 1966-1974 წწ. სპორტკლუბ "სპარტაკი"-ს უფროსი მწვრთნელი ძიუდოში; 1974-1986 წწ. სპორტკლუბ "ლოკომოტივი"-ს უფროსი მწვრთნელი ძიუდოში; 1987-1992 წწ. საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდების ნაკრების უფროსი მწვრთნელი სამბოში; 1992-1994 წწ. სამბოს ფედერაციის მენეჯერი. 1994-2004წწ. სამბოს ფედერაციის გენერალური მდივანი; 2004-2011 წწ. სამბოს ფედერაციის მენეჯერი. მოჭიდავე. მას აღზრდილი ჰყავს საბჭოთა კავშირის, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები. 

წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: msy.gov.ge

Awards and Honors

  • 2011 - ღირსების ორდენი
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული სპორტის ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • სპორტის დამსახურებული მუშაკი

Share: