The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაგრატ ბეთანელი

ბაგრატ ბეთანელი
Legal name:ბაგრატ ბეთანიშვილი
Other name:მაგისტერი  (Pseudonym)
ქართველი კათოლიკე  (Pseudonym)
Date of birth:10 December, 1881
Date of death:19 August, 1937  (at 55 years)
Category:Translator, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

1901 წლიდან ჯერ თბილისის კათოლიკეთა სკოლის, შემდეგ ახალციხის მაზრის სოფელ ტოლაშში მასწავლებლობდა, წერდა კორესპონდენციებს "ცნობის ფურცელსა" და "ივერიაში". 1902 წელს "ცნობის ფურცლის" დამატებაში გამოაქვეყნა თარგმნილი მოთხრობები: "დროშა", "ჰერცოგოვინელი ქალი". 1902 წლიდან მონაწილეობდა ახალციხესა და ბორჯომში დადგმულ წარმოდგენებში. 1903-1915 წწ. იყო სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი, იბრძოდა მეფის თვითმპყრობლობისა და სამღვდელოების წინააღმდეგ. 1912 წლიდან "სახალხო გაზეთში", "თემში" აქვეყნებდა პუბლიკაციებს: "სწავლა-განათლების მდგომარეობა ბალკანეთის ქვეყნებში", "სახალხო განათლება შვეიცარიაში", "ირლანდიის ჰომრული", "სკოლები ბულგარეთში" ("სახალხო გაზეთი", 1912, №748). 1915 წელს ჟურნალ "განათლებაში" გამოაქვეყნა "წერილი მეჯვრისხევიდან", სადაც სკოლების ინსპექტორს, რუსიფიკატორ ბერძენ პოლიტოვს ამხელდა. სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ სოფელ აკაურთის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში ასწავლიდა. 1916 წელს გაზეთ "საქართველოში" წერდა კორესპონდენციებს, "ჯეჯილში"- მოთხრობებს: "ფინია და ნიკორა", "ფინიას გმირობა", "ვასიკოს დარდი", "იის კონა", "მურიას ოსტატობა"; ლექსებს - "სამშობლოს ნუგეში", "შობა", "ზამთარი". ასწავლიდა ქართულ სიმღერებს, ახლოს იცნობდა ლუარსაბ ბოცვაძეს. შეისწავლა ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია, სამკურნალო მცენარეები. დაწერა გამოკვლევა "საქართველოს უშხამო სამკურნალო მცენარეები, მათი ბოტანიკური აღწერა, სამკურნალო თვისებანი და ხმარების წესები" (დარჩა ხელნაწერის სახით). საზოგადო მოღვაწე.     

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.348


Share: