Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა ჭიჭილეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1990 წელს; აჭარის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1999 წელს. 1991-1999წწ. მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებლივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორად; 1999 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კადრების განყოფილების წამყვან სპეციალისტად; 1999-2003წწ. მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში სასამართლო სხდომის მდივნად; 2003-2005წწ. იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე; 2005-2006წწ. იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2006-2012წწ. იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2012-2013წწ. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2013 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში; 2013-2015წწ. მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/161 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ოქტომბრის 1/265 გადაწყვეტილებით უვადოდ გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.565; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |