შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აზო![]()
ბიოგრაფიააზო, აზონი, ლეგენდარული პირი - იხსენიება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში. "მოქცევაი ქართლისაის" თანახმად, აზო არიამ - ქართლის მეფის შვილი იყო. მას თავისი მამის ქვეყნიდან, ქართველების პირვანდელი სამშობლოდან, წამოუყვანია 18 სახლი (გვარი) და დაუსახლებია მცხეთაში და მის მიდამოებში. ასე წარმოქმნილა ქართლის სამეფო, რომლის პირველი მეფე თვითონ აზო / აზონი გამხდარა. ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთას" მიხედვით, აზონი ბერძენია, ქართველთა მტერი. ალექსანდრე მაკედონელს მმართველად დაუყენებია მცხეთაში. ქართველები ფარნავაზ მცხეთელისა და ეგრისის ერისთავ ქუჯის წინამძღოლობით ასჯანყებიან აზონს. სამშობლო ბერძენთა უღლისაგან გაუთავისუფლებიათ, დაუარსებიათ ქართლის სამეფო და პირველ მეფედ ფარნავაზი დაუსვამთ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.215
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |