The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ბეთანელი

Legal name:მიხეილ ბეთანიშვილი
Other name:მიხეილ ბეთანოვი  (Changed name)
Date of birth:1849
Date of death:1906  (at 57 years)
Burial location:ახალციხის ძველი ეკლესიის გალავანი
Category:Manufacturer, Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში, საიდანაც რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაინტერესებული იყო ტექნიკური აღმოჩენებითა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციით, დაამთავრა სამთო ინსტიტუტი, ისწავლა ინგლისური, ფრანგული, და გერმანული ენები. კარგად იცოდა რუსული, თურქული, სომხური და ბერძნული ენები. ამერიკაში დაუახლოვდა თომას ედისონს. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, 1879 წელს, თბილისიდან სტამბოლის გავლით ამერიკაში წაიყვანა ქართველ მეზურნეთა და მომღერალთა გუნდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1878-1888 წწ. მიხეილ ბეთანელმა ბათუმში სანავსადგურო კანტორა დააფუძნა და, როგორც ევროპულ-აღმოსავლურ ენათა მცოდნე, თარჯიმნად მუშობდა. მშობლიურ სოფელ ქისატიბში (ახალციხე) აღმოაჩინა თეთრი - იგივე ინფუზორის მიწა, ანუ კიზელგური (დიატომიტი, გამოიყენება სამრეწველო საქმიანობაში) და მისი დამუშავება დაიწყო (იხ. მისი წიგნი "Эксплуатация о Кавказской белой инфузорной земле (Кизельгурб), 1896); აგრეთვე ამიერკავკასიაში - ყარსში, ახალციხეში, არდაგანსა და სხვ. აღმოაჩინა მარმარილოს ონიქსი (იხ. მისი წიგნი "О Кавказском мраморном Ониксе", !901), აზბესტი, თითბერი; ჭოროხის ხეობაში - სპილენძის მადნები; ტყვარჩელის ქვანახშირის ერთ-ერთი პირველი აღმომჩენიც მიხეილ ბეთანელი იყო. გადაიღო ჭრელი ინფუზორი ქვების კოლექციის სურათები ("Всемирная иллустрация", 1896, 13 აპრილი,№1420). დაინტერესებული იყო გეოლოგიით, მადნეულს ანალიზებისათვის ევროპაში აგზავნიდა, ოცნებობდა ქისტაბიდან ახალციხემდე საჰაერო რკინიგზა აეგო. ფლორიდაში (ჩრდ. ამერიკა) ყოფნისას, მიხეილ ბეთანელმა ადგილობრივი სუბტროპიკული მცენარეულობა - მანდარინი, ანანასი, პალმები და სხვა ციტრუსოვანი მცენარეები შეისწავლა და პირველად ბათუმიდან მესამე კილომეტრზე ე. წ. "გოროდოკში" საგანგებო ბაღი გააშენა, ბაღს "როკვეი" ერქვა. მიხეილ ბეთანელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, კირილე ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, ზაქარია ჭიჭინაძე, ანტონ ფურცელაძე და სხვ.). მეუღლესთან - მარიამ აზნაურიშვილთან ერთად ბათუმში დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მონაწილეობა მიიღო პირველი ქართული სკოლის გახსნაში, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის სკოლის სახელით არის ცნობილი. პირველად 1869 წელს, პეტროგრადში მიხეილ ბეთანელმა გამოსცა ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!". ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.349


Share: