შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჭკუასელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1983-1985წწ. იყო თბილისის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი; 1987-1990წწ. ლენინგრადის პეტროვის სახელობის ონკოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი და 1991-1994წწ. დოქტორანტი; 1994-1996წწ. სანკტ-პეტერბურგის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი. არის 44 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: "Новые подходы к лечению гинекологического рака" (изд. "Гипократ", Санкт-Петербург, 1993); "Рак вульвы" (1996). ექიმი-ონკოგინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Адекватный обьем операии у больных рака вульвы свете особенностей метастезирования и речидивирования", დაიცვა 1989 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "Патогенические обоснования возможностей своевременного выявления рака яичников" დაიცვა, 1993 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.568
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |