The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საურმაგი (ქართლის მეფე)

დაბადების თარიღი:02?
გარდაცვ. თარიღი:02?
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის (იბერიის) მეფე, ფარნავაზის ძე. ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, მეფობდა ძვ.წ. III საუკუნეში. ქართული წყაროების მიხედვით, ჩრდილო კავკასიელი ტომებისა და სხვა უცხოელთგან შემდგარი სამხედრო რაზმების დახმარებით ჩააქრო ქართლის ერისთავთა აჯანყება. საურმაგს მიეწერება აგრეთვე ჩრდილო კავკასიიდან კავკასიელ ტომთა მნიშვნელოვანი მასის გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფოს მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა სელევკიდების სამეფოსთან. "ქართლის ცხოვრება" საურმაგს მიაწერს ორი ქალღმერთის - აინინასა და დანინას კულტის დამკვიდრებას და მცხეთის გზაზე მათი კერპების აღმართვას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.148


გააზიარე: