Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იათეოზ ბერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდარი, ხარაგაულის რაიონი. 1891-1989 წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მასწავლებლობდა კიცხის, ძირულის, ხიდარის გლეხთა ახალგაზრდობისა და სხვა სკოლებში. 1913-1918 წწ. მუშაობდა კიცხის საკრედიტო ამხანაგობაში მოანგარიშე-თავმჯდომარად. 1918 წელს ხიდარში დააარსა მომხმარებელთა საზოგადოება (1928 წლამდე იყო მისი თავმჯდომარე). 1930 წელს შემოწირულობებით ხე-ტყის მასალა შეაგროვა და გლეხების დახმარებით ააშენა სკოლის შენობა. სამწერლო ასპარეზე გამოვიდა 1898 წელს. "ივერიასა" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნა წერილები: "ახალი წელი", "ბნელეთელი ექიმი", "თავის მკვლელობა", "თანამედროვე ცივილიზაციამ მოუტანა თუ არა ხალხს ბედნიერება?", "თაფლი, მისი მკურნალობითი თვისება და ნოყიერება", "ომი", "პატარ-პატარა მოთხრობები", "სამაცდურო ქუჩა" (დემიან ბედნის პოემა), "საშუალება სიმთვრალის წინააღმდეგ" (დაიბეჭდა "სამშობლოს" დამატებაში), სტრუვეს წერილი ეკონომიკაზე - "მერმისი რუსეთისა", "ცოტა რამ სამღვდელოებაზე", "ჭეშმარიტი ქადაგების ძალა" და სხვ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.360
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |