The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ჭუმბურიძე

გია ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1975-1990წწ. იყო მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობათა კოლეგიის უფროსი რედაქტორი; 1990-1992წწ. საქართველოს მთარგმნელთა ასოციაციის რედაქტორ-კონსულტანტი; 1993-1996წწ. CIPDD -ს გამოცემების მთავარი რედაქტორი; 2001-2003წწ. ალმანახ CaucasUS-ის ქართულ-ამერიკული პროექტის გამოცემის რედაქტორი; 1995-2006წწ. ინგლისურენოვანი ჟურნალ Georgia Profile-ის მთავარი რედაქტორი. არის ავტორი თარგმანებისა: ენტონი ბერჯესი, "მექანიკური ფორთოხალი" (1990); პატრიკ ზიუსკინდი, "ნელსურნელება" (ბ. კალანდაძესთან ერთად, 1999); ჯ. სელინჯერი, "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" (2005); მოთხრობების, სტატიების, ესეების თარგმანებისა, მათ შორის: დენიელ კიზი, ფრანსის ბეკონი, იუკიო მისიმა, პოლ ჯონსონი, ზბიგნეე ბჟეზინსკი, ჯონ მილტონი, სალმან რუშდი, "მასონური სიტყვის კონა - მცირე ლექსიკონი" და სხვა. დამოუკიდებელი რედაქტორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.571


გააზიარე: