შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა ხაჩირაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 2002 წელს. 1997 წლიდან იყო გლდანი-ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდული მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; 2002 წლიდან გაერთიანებული დემოკრატების რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004 წლიდან "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლის დაგეგმვისა და კონტროლის ჯგუფის წევრი; 2005 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში; 2007-2012 წწ. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან". წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.580; www.google.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |