შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან II (ქართლის მეფე)![]()
ბიოგრაფიაქართლის (იბერიის) მეფე; ფარნავაზიანთა დინასტიის მეოთხე მეფის ფარნაჯომის ძე. მეფობდა ძვ.წ. II საუკუნის პირველ ნახევარში; "ქართლის ცხოვრების" ცნობით, მირიან II აღიზარდა სპარსეთში, სადაც გახიზნეს მამამისის მოკვლის შემდეგ (ერთი წლისა); შემდეგ მირიანი სპარსელთა ლაშქრით ქართლს შემოესია, დაამარცხა ქართლის მეფე ბარტომი, დაეუფლა ტახტს და ცოტა ხანს იმეფა; "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით, მირვანი იწყებს მცხეთაში ქალაქის მშენებლობას. ქართულ ისტორიოგრაფიაში მირვანის მოღვაწეობა ძვ.წ. II საუკუნით თარიღდება, თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ.წ. I საუკუნეში მეფობდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.11; საქართველოს სამეფო: georoyal.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |