Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ჭიღლაძე (დეკანოზი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომირებული სამართალმცოდნის კვალიფიკაციით 2006 წელს; თბილიის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტურა; იყო კომპანია "ემიგრანტის" წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის სტიპენდიის მფლობელი. 2010 წლიდან დაინიშნა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის ისტორიის და საღვთო სჯულის მასწავლებელად; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის (გამრეკელიძე) მიერ 2011 წლის 21 ნოემბერს ხელდასხმულია დიაკვნად, და ეწოდა სახელი ილია, წმ. ილია წინასწარმეტყველის პატივად, ხოლო 2012 წლის 29 ივლისს ხელდასხმულ იქნა მღვდლად; დადგინდა ქ. ბოლნისის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მეორე მღვდლად და ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის მოძღვრად; 2014 წლის 28 სექტებრიდან გადაყვანილია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ქ. მარნეულის წმ. დავით აღმაშენებლის სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, ეპისკოპოსის მოადგილედ და ეპარქიის მთავარხუცესად; 2015 წლის 1 ნოემბერს ამ ეპარქიის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) წარდგინების საფუძველზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის იგი დაჯილდოვდა დეკანოზის წოდებით, გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების პატივით; 2014-2017 წწ. იყო გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ლიტურგიკის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი; 2016 წლის ოქტომბრიდან მსახურობს საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში, მანჩესტერის, ბირმინგემის და გლაზგოს ქართული სამრევლოების წინამძღვრად; ეწევა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და საგანმანათლებლო-პოპულარული სტატიები. წყარო: წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის ვებ-გვერდი: orthodoxtheology.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |