The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან ხაჭაპურიძე

დარეჯან ხაჭაპურიძე
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პერმის სამედიცინო სახელმწიფო აკადემიის პედიატრიული ფაკულტეტი 1985 წელს, ინტერნატურა 1986 წელს, ორდინატურა 1986 წელს, ასპირანტურა 1990 წელს.

1990-1996 წწ. იყო ქუთაისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი; 1996-2000 წწ. ამავე საავადმყოფოს ჰაერწვეთოვანი განყოფილების გამგე; 2002 წლიდან ალერგოლოგიის, ასთმის და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის იმუნოლოგიის და ალერგოლოგიის განყოფილების გამგე (ქ. წყალტუბო); 2000 - 2012 წწ. ს.ს. იმერეთის რეგიონის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ჰაერწვეთოვანი განყოფილების გამგე (ქ. ქუთაისი); 2013 წლიდან ქუთაისის "ევექსის" კლინიკის ექიმ-ინფექციონისტი; 2014 წლიდან C ჰეპატიტის პროგრამის კოორდინატორი, ექიმ-ინფექციონისტი იმერეთის განვითარების ცენტრში; 2014 წლიდან ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2017 წლიდან კლინიკა "ლ.&.ჯ კომპანია" ინფექციონისტი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბავშვთა განყოფილების გამგე. არის ორი მეთოდური რეკომენდაციის (ინფექციის იმუნო დიაგნოსტიკის და ფაგოციტარული დაცვის დიაგნოსტიკის მეთოდი) ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1990), მედიცინის მაცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტუბერკულიოზური ინფექციის ადრეული დიაგნოსტიკა", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.581; facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის აკადემია, წევრი (2006-)
  • იმუნოლოგ-ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი (1987-)
  • საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია, წევრი (2005-)

გააზიარე: