The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ გამახარია

ჯემალ გამახარია
Date of birth:10 January, 1949  (76 years)
Category:Public official, Historian, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის საისტორიო-საარქივო ინსტიტუტი  1976 წელს და კუიბიშევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1983 წელს. 

1966-1968წწ. საბჭოთა მეურნეობის მუშა; 1968-1970წწ. შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახური; 1976-1981წწ. კუიბიშევის საოლქო ისტორიული არქივის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1982წწ. კუიბიშევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასწავლებელი; 1982-1984წწ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1983-1993წწ. საქართველოს სუბტროპ. მეურნ. ინსტიტუტის დოცენტი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 1991 წლიდან: გალის რაიონის ნაბაკევის N37 საარჩევნო ოლქი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით: "საქართველოს აღორძინება", ფრაქცია "XX საუკუნე"-ს მდივანი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. 2019 წლის 8 აპრილიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მონოგრაფიების და სამეცნიერო სტატიების ავტორი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.106

Member of Organizations

  • მოძრაობა "ჭყონდიდელი", წევრი, თავმჯდომარე (1993-1997)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)

Bibliography


Share: