The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონიდე ებრალიძე (მღვდელმონაზონი)

ლეონიდე ებრალიძე
Legal name:ბექა ებრალიძე
Date of birth:2 April, 1992  (32 years)
Category:Theologian, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თეთრიწყარო.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია ღვთისმეტყველების ბაკალავრის ხარისხით 2014 წელს.

სწავლა განაგრძო რომში, აღმოსავლეთის პონტიფიკალურ ინსტიტუტში, საეკლესიო მეცნიერებების ფაკულტეტზე, აღმოსავლურ ლიტურგიის მიმართულებით. 2017 წლის ივნისში დაიცვა სამაგისტრო სადისერტაციო თემა "Il rito gerosolimitano dell’ordinazione episcopale e il rito del intornizzazione del Kathalikos in Georgia durante i secoli" ("ეპისკოპოსად კურთხევის იერუსალიმური განგება და კათოლიკოსად აღსაყდრების განგება საქართველოში, საუკუნეთა მანძილზე") უმაღლესი შეფასებით (Summa cum laude) და ჩაირიცხა ამავე ინსტიტუტის დოქტორანტურის პროგრამაზე, სადისერტაციო თემით "I riti funebri nella liturgia Gerosolimitana" ("დაკრძალვის რიტუალები იერუსალიმურ ლიტურგიაში"), მთავარეპისკოპოს იობ გეჩასა და პროფესორ სტეფანო პარენტის ხელმძღვანელობით. 2016 წლის ივლის-სექტემბერში იმყოფებოდა ოქსფორდში, St. Clare's International College-ში. 2014-2016 წლებში იყო რომის პონტიფიკალური კოლეჯ რუსიკუმის წევრი; 2016 წლიდან დღემდე არის რომის პონტიფიკალური სემინარია ლომბარდოს წევრი; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმების მუშაობაში; არის რამდენიმე სტატიისა და გამოკვლევის ავტორი; მუშაობს ადრეული ლიტურგიული პრაქტიკების კვლევებზე. სხვადასხვა დროს ასწავლიდა ლიტურგიის ისტორიის კურსს თეოდორე ტარსელის დისტანციური სწავლების ცენტრში, დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ეპარქიების მიწვევით ჩატარებული აქვს სემინარები ლიტურგიის ისტორიისა და ლიტურგიული ღვთისმეტყველების მიმართულებით; 2015 წლის 25 აგვისტოს აღიკვეცა მონოზვნად; ამავე წლის 18 ოქტომბერს ხელდასხმულია დიაკვნად; 2018 წლის 27 მაისიდან ხელდასხმულია მღვლად. პერიოდულად თარგმნის მასალებს საღვთისმეტყველო საკითხებზე.

წყარო: წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი: orthodoxtheology.ge

Bibliography


Share: