Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა ცუხიშვილი (მონაზონი იოანე)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩიხა, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენა-ლიტერატურის სპეციალობით 2002 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (არმენოლოგია) 2003 წელს; თბილისის სასაულიერო აკადემიის საღმრთისმეტყველო ფაკულტეტი 2011 წელს; უკრაინის ქალაქ როვნოს უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი მსოფლიო ისტორიის (ანტიკური ეპოქა) მაგისტრის სპეციალობით 2019 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მუშად, მასწავლებლად, განყოფილების ხელმძღვანელად, აპარატის და ადმინისტრაციის უფროსად; 2006-2012 წწ. კითხულობდა ლექციებს ფოლკლორისტიკასა და სიტყვიერების ისტორიაში; 2016 წლიდან არის განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი; 2017 წლიდან კითხულობს სალექციო კურსს ფსიქოლოგიაში; 2019 წლის 30 მარტიდან - საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ჟურნალის "მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის" მთავარი რედაქტორი; არის 80-მდე სამეცნიერო წერილის, ნაშრომისა და სამი წიგნის ავტორი; 2017 წლის 26 თებერვალს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი - იოანე; 2023-2024 წლებში არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რელიგიისა და თეოლოგიის შემსწავლელი და მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიების წევრად. სრული პროფესორი (2017). 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქართველი ქალი კავკასიური ხალხური ფოლკორის მასალების მიხედვით". მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი.;ხოლო 2022 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის მირიანი საეკლესიო პოლიტიკა". მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |