The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ გამრეკელიძე

მიხეილ გამრეკელიძე
Date of birth:29 June, 1951
Date of death:2002  (at 50 years)
Category:Economist, Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ხარკოვის სატრანსპორტო-საინჟინრო ინსტიტუტი 1977 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი წარმოების მართვის ორგანიზაციის სპეციალობით 1992 წელს. 

1967-1999წწ. მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა თანამდებობეზე: რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო, მუშა (1967); 1968-1972წწ. მე-2- თანრიგის მუშა, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო; ბრიგადირი, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო (1973); ლიანდაგის შემკეთებელი, რკინიგზის სამტრედიის სალიანდაგო დისტანცია (1973); 1973-1974წწ. მე-3 თანრიგის მუშა, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო; 1974-1978წწ. ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო; 1978-1980წწ. მშენებელი ოსტატი, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო; 1980-1984წწ. სამუშაოთა მწარმოებელი, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო; 1984-1988წწ. სამოქალაქო ნაგებობათა განყოფილების უფროსი, რკინიგზის სამტრედიის განყოფილებაში; 1988-1989წწ. სამოქალაქო ნაგებობათა განყოფილების უფროსი, რკინიგზის თბილისის განყოფილებაში; 1989-1999წწ. რკინიგზის დეპარტამენტის სამოქალაქო ნაგებობათა და სოციალური განვითარების უფროსის მოადგილე; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი მაჟორიტარი N54 სამტრედიის საარჩევნო  ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 106

Member of Organizations

  • სამტრედიის განვითარების ფონდი, დამფუძნებელი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", წევრი (1999-2002)

Share: