ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მირიან ხოსიტაშვილი
დაბადების თარიღი: | 30 ივნისი, 1985 (39 წლის) |
კატეგორია: | ეთნოლოგი, თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2006 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი ეთნოლოგიის მაგისტრის სპეციალობით 2009 წელს; საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი 2018 წელს. ეთნოლოგიის დოქტორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "თბილისისა და მისი საგარეუბნო ზონის ეთნოდემოგრაფიული, სოციალური და სამეურნეო პრობლემები, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე", დაიცვა 2018 წელს.
2010-2011წწ. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წამყვანი სპეციალისტი; 2011-2012წწ. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადსგილე; 2018 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორი; 2019წ. საერთაშორისო კონფერენციის "ინტერდისციპლინარული კვლევა და მულტიკულტურული ურთიერთობები საქართველოში" - პროექტის თანახელმძღვანელი; 2020წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი; 2022წ. პროექტ "კულტურული მემკვიდრეობის გიდები" - ლექტორი; 2022-2023წწ. - საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებლები და სასაზღვრო ურთიერთობები - ჯავახეთი - მეცნიერ მკვლევარი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ჟურნალი "ველური ბუნება", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2017-2021)
- ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკარი", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2015-2021)
ბიბლიოგრაფია
- მწვანე ქალაქი = Green city (შემდგენელი). - თბილისი, საქ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2021. - 250გვ.. - ISBN: 9789941965388
- ბეჭდვითი სიტყვა თბილისში (1918-1921 წწ.) (თანაავტორი). - თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2020. - 220გვ.
- ართვინი ქართული პრესის ფურცლებზე (ავტორი). - თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2020. - 100გვ.. - ISBN: 9789941965357
- თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918-1921 წლებში = The Capital of Free Georgia. Tbilisi in 1918-1921 (თანაავტორი). - თბილისი, 2019. - 228გვ.. - ISBN: 9789941965319
- საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა = Ilia Chavchavadze National Parliamentary Library of Georgia. - თბილისი, სეზანი, 2018. - 144გვ.. - ISBN: 9789941962028
- ეგნატე გაბლიანი (1881-1937 წწ) : ცხოვრება და მოღვაწეობა (რედაქტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2018. - 486გვ.. - ISBN: 9789941962035
- თბილისისა და მისი საგარეუბნო ზონის ეთნოდემოგრაფიული, სოციალური და სამეურნეო პრობლემები, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე : დისერტაცია... ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (ავტორი). - თბილისი, 2018. - 165გვ.
- საქართველოს "საძიებლად" თურქეთში : სამი ზაფხული თურქეთელ ქართველებთან / ნოდარ შოშიტაშვილი (რედაქტორი). - თბილისი, 2017. - 128გვ.. - ISBN: 9789941270338
- კავკასიის ეთნოლოგიური კრებული (ავტორი) // თბილისის საგარეუბნო ზონისა და საქალაქო (ურბანული) აგლომერაციის ურთიერთმიმართების ისტორიული და კულტურულ-სოციალური ასპექტები. - თბილისი, 2017. - გვ.218-225
- საქართველო და წარსულის ორი დიდებული ქართველი ქალი : თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი (რედაქტორი). - თბილისი, 2017. - 39გვ.. - ISBN: 9789941275869
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები (ავტორი) // ტ.7 : ზოგიერთი მოსაზრება თბილისის საგარეუბნო ზონის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. - თბილისი, 2017. - გვ.70-74
- ქართველი ასულის შურისძიება : რომანი (რედაქტორი). - თბილისი, 2016. - 112გვ.. - ISBN: 9789941095559
- დეკანოზ იოანე მარგიანის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა (რედაქტორი). - თბილისი, 2016. - 124გვ.. - ISBN: 9789941092169
- ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, 27-29 ივნისი, 2014. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (ავტორი) // ქართველთა ისტორიული დემოგრაფიის საკითხები ზაქარია ჭიჭინაძის შემოქმედებაში. - თბილისი, 2015. - გვ.79-87. - ISBN: 9789941080821
- წელიწდეული (ავტორი) // თურქეთის რესპუბლიკის მარმარილოს ზღვის რეგიონების ეთნიკური ქართველებით დასახლებული ტერიტორიის ისტორიული დემოგრაფიის საკითხები. - ქუთაისი, 2015. - გვ.395-401
- ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, 27-29 ივნისი, 2014 : სამეცნიერო კრებული (რედაქტორი). - თბილისი, 2015. - 356გვ.. - ISBN: 9789941080821
- თურქეთის რესპუბლიკის შვი ზღვის რეგიონების ეთნიკური ქართველებით დასახლებული ტერიტორიის ისტორიული დემოგრაფიის საკითხები. - 2014
- მიგრაციული პროცესების ეთნოგრაფიული ასპექტები. - 2012
- პარხლისწყლის ხეობის ეთნიკურ ქართველთა ისტორიული დემოგრაფიის საკითხები. - თბილისი, 2012
- ეკომიგრანტთა ადაპტაციის პრობლემები საქართველოში : დმანისის რაიონი (ავტორი). - თბილისი, 2011. - გვ.251-262
- ქალაქ ართვინის მოსახლეობა XIX საუკუნეში
- საქართველოს ისტორიული მხარეები (რედაქტორი)
|