The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ქირია

მიხეილ ქირია
დაბადების თარიღი:1986  (38 წლის)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი).

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, 2010 წელს, შედგა მისი დებიუტი საოპერო სტუდიის სცენაზე ვერდის ოპერაში "ტრავიატა" (ჟერმონის პარტია); 2011 წელს ჩააბარა ლა სკალას აკადემიაში. აკადემიაში სწავლის პერიოდში ლა სკალას სცენაზე შეასრულა ბლანსაკის პარტია როსინის ოპერაში "აბრეშუმის კიბე" (რეჟისორი დამიანო მიკელეტო); 2013 წელს შედგა მისი დებიუტი  ვერონის ფილარმონიულ თეატრში; მ. ქირია ასრულებდა კავალიერე ბელფიორეს პარტიას ვერდის ოპერაში "ერთი დღე მეფედ" (რეჟისორი პიერ ლუიჯი პიცი); 2014 წელს, იტალიურმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ "ტაქტუსი" გამოსცა დისკი - ვერდის ოპერა "ერთი დღე მეფედ", სადაც მიხეილ ქირია მთავარ, კავალიერე ბელფიორეს პარტიას ასრულებს; 2015 წელს მილანის ლა სკალას სცენაზე შეასრულა დონ მანიფიკოს პარტია როსინის ოპერაში "კონკია" (შემოკლებული ვერსია); 2015 წელს ბერლინის დოიჩე ოპერაში შედგა მისი დებიუტი პუჩინის ოპერაში "ტურანდოტი" ( პინგის პარტია) და  როსინის ოპერაში "სევილიელი დალაქი" (ბარტოლოს პარტია); 2016 წელს, ამსტერდამის ნაციონალური ოპერის და ოპერა ზაუდის ერთობლივ პროექტში, ჩიმაროზას ოპერაში "ფარული ქორწინება" მიხეილ ქირიამ შეასრულა სინიორ ჯერონიმოს პარტია. 2017 წელს ბერლინის დოიჩე ოპერაში მისი დებიუტი შედგა გაეტანო დონიცეტის ოპერაში "სიყვარულის ნექტარი", რომელშიც რობერტო ალანიასთან ერთად დულკამარას პარტია შეასრულა. 2017 წელს, ვერდის ფესტივალზე თეატრ რეჯო დი პარმაში შედგა მისი დებიუტი ვერდის ოპერაში "ფალსტაფი" (ფალსტაფის პარტია). 2018 წელს ფრანკფურტის ოპერის თეატრში, როსინის ოპერაში "კონკია" შეასრულა დონ მანიფიკოს პარტია, ბერლინის დოიჩე ოპერაში  დონ ალფონსოს პარტია მოცარტის ოპერაში "ასე იქცევა ყველა" და ლორდ სიდნეის პარტია როსინის ოპერაში "მოგზაურობა რეიმსში"; 2018 წლის აგვისტოში შედგა მისი დებიუტი ბრეგენცის ფესტივალზე ავსტრიაში, სადაც შეასრულა ბარტოლოს პარტია როსინის ოპერაში "სევილიელი დალაქი" (რეჟისორი ბრიგიტე ფასბენდერი); 2019 წელს, იტალიის მარკეს ტურში შეასრულა ფალსტაფის პარტია ვერდის ოპერაში "ფალსტაფი". მიხეილ ქირია მღერის ევროპის სხვადასხვა საოპერო თეატრების სცენებზე და გამოდის საერთაშორისო ფესტივალებზე. საოპერო მომღერალი, ბარიტონი.

წყარო: ახალი სააგენტოს პორტალი: sputnik-georgia.com


გააზიარე: