The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუნის ონიანი

ჯუნის ონიანი
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1926
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 2012  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ჟახუნდერი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:ეთნოლოგი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჟახუნდერი, ლენტეხის რაიონი.

1944-1948 წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

საზოგადოებრივი საქმიანობა ლენტეხის რაიონში დაიწყო; სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საშუალო სკოლის დირექტორად, განათლების განყოფილების გამგედ, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, სიცოცხლის ბოლომდე კი მშობლიურ სოფელში სკოლის დირექტორად; ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობასაც. დაჯილდოვებული იყო მედლებით სხვადასხვა შრომითი საქმიანობის ღირსეულად შესრულების გამო. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდანი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (სვანური "მურყვამობა-კვირიაობა")", დაიცვა 1969 წელს ხელმძღვანელი პროფ. ვერა ბარდაველიძე.


გააზიარე: