შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა დედოფალი![]()
ბიოგრაფიაქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ნანა დედოფალმა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინომ უკურნებელი სენისაგან იხსნა, სამეფო სახლის წევრთაგან პირველმა აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება. ამ სასწაულს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მეფესა და ხალხზე და "ცხოვრება ქართველთა მეფეთას" ცნობით, სხვა სასწაულებთან ერთად ხელი შეუწყვია მთელი ქართლის გაქრისტიანებისათვის. ქართლის (იბერია) დედოფალი, მეფე მირიან III-ის მეუღლე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ხსენება ძველი სტილით 1 ოქტომბერს, ახალი სტილით 14 ოქტომბერს (მეფე მირიანთან ერთად). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.311
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |