The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ხეთაგური

ალექსანდრე ხეთაგური
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1976  (47 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბუღალტრო და აუდიტის სპეციალობით 2000 წელს; 2000 წელს ფლორიდის უნივერსიტეტში (ფლორიდის შტატი, აშშ.) გაიარა ტრენინგის კურსი კომუნალურ საწარმოთა რეგულირებისა და სტრატეგიის სპეციალობით (მსოფლიო ბანკის პროგრამა); 2001 წელს ფინანსებისა და საბიუჯეტო განვითარების საერთაშორისო თრენინგი (USAID/AED-ის პროგრამა) ქ. პორტლენდი, მეინის შტატი, აშშ. 2000-2002წწ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე ენერგეტიკის მენეჯმენტის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი).

1999-2000 წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ეკონომიკური დეპატრამენტის წამყვანი სპეციალისტი; 2000-2002 წწ. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2002-2004 წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად; 2004-2005 წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2005-2006 წწ. მინისტრის პირველი მოადგილე; 2006-2007 წწ. ეკავა საქართველის ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობა; 2007-2012 წწ. იყო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი; 2012 წლის 13 აგვისტოდან – 25 ოქტომბრამდე იყო ფინანსთა მინისტრი; 2012 წლიდან კომპანია "სოკარ გაზ დისტრიბუშენი"-ს დირექტორი, კომპანია "საქორგგაზი"-ს დირექტორი, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.582; socargas.ge


გააზიარე: