The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარეხ ჩოფიკაშვილი

მარეხ ჩოფიკაშვილი
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997 წლიდან მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში: სსიპ "საქრთველოს იუსტიციის სამინისტროს  სასწავლო  ცენტრში" მეთოდისტად სისხლისა და სამოქალაქო სამართლის დარგში; 1997 წლიდან არის საქართველოს ნოტარიუსი თბილისში; 1998 წლიდან მონაწილეობას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და საერთაშორისო  ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებსა და სემინარებში, მიღებული აქვს მარავალი სერთიფიკატი; 2007 წლიდან მონაწილეობას იღებს ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ევროვიზიის სიმღერის კონკურში (საბავშვო და მოზრდილთა კონკურსებში), ჟიურის წევრთა ხმის მიცემის მონიტორინგის სტატუსით, საქართველოს საზოგადოებრივივი მაუწყებლის წარდგინებით; 2009 წელს ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა; 2016 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ნოტარიატის დაფუძნების 20 წლის იუბილეს; 2020 წლის 9 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ადამიანის საერთაშორისო დღესთან  დაკავშირბით, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროექტში "ადამიანის უფლებები ყველასათვის". ხანგრძლივი და ხარისხიანი მომსახურების გაწევისთვის დაჯილდოებულია საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სიგელით (2010); ჩაბარებული აქვს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდა; 2021 წლის 11 ნოემბერს გაიარა ერთთვიანი ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი, WIPO აკადემიის დისტანციური სწავლების პლატფორმა; მსოფლიო პატენტის ორგანიზაციის მიერ საქპატენტი, DL101GE ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული კურსი; 2022 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ნოტარიუსთა კავშირის მიერ ორგანიზებულ პირველ მსოფლიოფორუმში - საერთაშორისო ფორუმში ქალი ნოტარიუსებისათვის - "ვირტუალური სივრცე დიალოგისთვის და ქალი ნოტარიუსების როლი 21-ე საუკუნეში".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კლასიკოსი მწერლის ალ. ყაზბეგის საერთაშორისო საზოგადოება, დამფუძნებელი, პრეზიდენტი (2010-)
  • საზოგადოება "თბილისელი", წევრი (2019-)
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფი, წევრი (2020-)
  • საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, წევრი (1997-)

გააზიარე: